ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებს გერმანიაში სასტუმროს მენეჯმენტის შესწავლას სთავაზობენ
FaceBook

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიის პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს.

სადაც, გერმანულ-ფილოლოგიის სპეციალობის სტუდენტებს ახალი პროექტი გააცნეს, რომელიც გერმანიაში სხვადასხვა სასტუმროებში პრაქტიკული კურსის გავლას გულისხმობს.

პროექტის ფარგლებში, წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გერმანიაში ზამთრის ან ზაფხულის სასწავლო შესვენების დროს მაქსიმუმ 3 თვით გაემგზავრონ და განათლება მიიღონ. სტუდენტები გერმანიაში სასტუმროს მენეჯმენტს შეისწავლიან.

"წერეთლის უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო პროექტებში და სტუდენტებს ვთავაზობთ, პროფესიული განათლების კუთხით მეტი განვითარების შანსს",  - განმარტა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენის ასოცირებულმა პროფესორმა, რამაზ სვანიძემ.

პროექტის მონაწილეობისთვის წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებს სპეციალური განაცხადის წარდგენა მოუწევთ, რომელიც სასწავლებეში მომდევნო სასწავლო წლიდან უნდა წარადგინონ. რის შემდეგაც, განაცხადების გადარჩევის და გასაუბრების პროცედურები ჩატარდება. თუმცა, უცნობია კონკრეტულად როდის დაწყება განცხადების მიღება. 

შერჩეულის სტუდენტები გერმანიაში ხუთ სხვადასხვა სასტუმროშო გადანაწილდებიან და სასტუმროს მომსახურების ყველა მიმართულებას შეისწავლიან.
"მაშინ, როდესაც წერეთლის უნივერსიტეტში არ არის სასწავლო პერიოდი და შესვენება ვფიქრობ კარგი შანსია ისწავლო სასტუმროს მენეჯმენტი და ამსთანავე მიიღო ანაზღაურებაც",  - ამბობს წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტი, ანა ხურციძე.

გერმანიის სხვადასხვა სასტუმროებში პრაქტიკული კურსის (სამთვიანი) გავლის დროს ყოველთვიური ანაზღაურება 350 ევრო იქნება.

პროექტში ჩართვა მხოლოდ იმ სტუდენტებს შეეძლებათ, რომლებიც კარგად ფლობენ გერმანულ ენას.




 

Print