ახალი ამბები
ქუთაისის ტურიზმის ცენტრში ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, შესაძლოა, აღარ განთავსდეს
FaceBook
ქუთაისში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიერ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის განთავსებაზე გამოცხადებული აუქციონი არ შედგა.
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში განმარტავენ, რომ აუქციონით, რომელიც 13 ივლისს გამოცხადდა და 21-ში დასრულდა, არავინ დაინტერესებულა.

აუქციონის პირობების მიხედვით, რუსთაველის გამზირი N9ა, ნაკვეთი N1-ში მდებარე შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე განთავსებული არასაცხოვრებელი ფართის 6.08 კვ.მ. სარგებლობაში გადაცემა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მოწყობის მიზნით უნდა მომხდარიყო.

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის, ტატო ლილუაშვილის თქმით, შესაძლოა აღნიშნულ ფართი აუქციონზე არა სავალუტი ჯიხურისთვის, არამედ სხვა მიზნით გამოიტანონ.

"აუქციონზე ფართის გამოტანისთვის ჩვენ 50 ლარს ვიხდით, ამიტომ, ვფიქრობ, ისევ ღირს თუ არა სავალუტო ჯიხურისთვის გამოტანა. შესაძლოა, სხვა მიზნით გამოვიტანოთ", - განმარტავს ტატო ლილუაშვილი.

აუქციონიზე ფართის საწყისი ფასი 1 216 ლარი, ხოლო პირველი ბიჯის ფასი 500 ლარი იყო.

Print