ახალი ამბები
25 ივლისს იმერეთის მუნიციპალიტეტებს დენის მიწოდება შეუწყდება
FaceBook
სს ენერგო-პრო ჯორჯიას ელექტროგამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური და ტექნიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება:

ტყიბული: 25 ივლისს 11:00-დან 13:00 საათამდე - 529 აბონენტს ქ. ტყიბულში ახობაძის, რუსთაველის, მეშახტის და მიმდებარე ქუჩებზე; 13:00-დან 18:00 საათამდე - 400 ქ. ტყიბულში ჯარაღანიას, თავისუფლების, დუმბაძის და მიმდებარე ქუჩებზე.

25 ივლისს 10:00-დან 13:00 საათამდე - 118 აბონენტს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნაბოსლევი და კურსები. 25 ივლისს - 1189 აბონენტს ქ. ტყიბულში ბარათაშვილის, ტყვარჩელის ქუჩებზე, სოფელ საწირეში, ძიროვანში, დაბაძველში და მიმდებარე სოფლებში.

ზესტაფონი: ქვესადგურ "დიდ ზესტაფონში" დაგეგმილი სამუშაოების გამო 24 ივლისს 11:00-დან 14:00 საათამდე - ფიდერ "შამპანურის" 1 აბონენტს; 14:00-დან 17:00 სთ-მდე ​- ფიდერ "პროვიჟენის" 4 აბონენტს. 25 ივლისს 09:00-დან 11:00 სთ-მდე ​- ფიდერ "სილის კარიერის" 2 აბონენტს; 11:00-დან 14:00 სთ-მდე - ფიდერ "მეფრინველეობის" 45 აბონენტს; 14:00-დან 16:00 სთ-მდე ​- 303 აბონენტს ქ ზესტაფონის სატროსელსკის ქუჩაზე და სოფელ არგვეთაში; 16:00-დან 18:00 სთ-მდე ​- ფიდერ "ასფალტის ქარხნის" (საგზაო) 2 აბონენტს. 26 ივლისს 09:00-დან 12:00 სთ-მდე - ფიდერ "N3 თერჯოლის წყალსადენის" 1 აბონენტს; 12:00-დან 15:00 სთ-მდე ​-ფიდერ "ხოხოულას" 10 აბონენტს. 27 ივლისს 09:00-დან 12:00 სთ-მდე - 385 აბონენტს სოფელ "არგვეთაში"; 12:00-დან 15:00 სთ-მდე - 852 აბონენტს სოფელ პირველ სვირში; 15:00-დან 18:00 საათამდე ​- ფიდერ "გაზგაწყობის" 8 აბონენტს.

25 ივლისს ქვესადგურში "ფერო 220" დაგეგმილი სამუშაოების გამო 12:00-დან 13:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება დაახლოებით 410 აბონენტს ქ. ზესტაფონში, სტაროსელსკის ქუჩაზე და სოფელ ქვედა საქარაში. ასევე 25 ივლისს 10:30-დან 18:00 საათამდე - 112 აბონენტს ბოსლევში და ქვედა საზანოს ნაწილში.

თერჯოლა: 25 ივლისს 10:30-დან 18:00 საათამდე - 1445 აბონენტს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებში თუზი, ვარდიგორა, საზანო და მიმდებარე სოფლებში.

ბაღდათი: 25 ივლისს 11:00-დან 18:00 საათამდე - 1252 აბონენტს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებში პირველი ობჩა და მეორე ობჩა.

სამტრედია: 25 ივლისს 11:00-დან 18:00 საათამდე - 168 აბონენტს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნოღაში.

აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს გამანაწილებელ ქსელში. სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

Print