ახალი ამბები
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში ტურისტულმა კომპანიამ ფუნქციონირება დაიწყო
FaceBook
ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში ტურისტულმა კომპანიამ ფუნქციონირება დაიწყო. ტურისტული კომპანია , რომელიც აუქციონის გზით გამოვლინდა "თრეველ ლაინია".  საინფორმაციო ცენტრში  განმარტავენ, რომ ტურისტული კომპანია მომხმარებლებს უკვე მასპინძლობს.

ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრმა შენობის პირველი სართულის ნაწილი აუქციონის გზის 5 წლის ვადით 1 100 ლარად გადასცა სარგებლობაში ტურისტულ კომპანიას.

კომპანიისთვის დათმობილი ფართი 3.0 კვადრატული მეტრი ტურისტულმა კომპანიამ თვითონ მოაწყო.

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, ტატო ლილუაშვილი განმარტავს, რომ კაფე-ბარის და ქართული სუვენირების მაღაზიის მოსაწყობად ფართებს აუქციონზე უახლოეს მომავალში გამოიტანენ.

აუქიონზე ტურისტულმა ცენტრმა უკვე გამოიტანა ფართი ვალუტის გადამცვლელი ჯიხურსთვის.

ქუთაისში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი 2 მაისამდე მერიის ადმინისტრაციულ შენობაში იყო განთავსებული. ცენტრისთვის  "მირზაანის" ყოფილი შენობა მერიამ 2015  წელს შეიძინა, ხოლო  ობიექტის მოსაწყობად  სახელმწიფო შესყიდვა  გასულ წელს გამოაცხადა, სადაც გამარჯევბულ კომპანიად შპს "პარმარი" დასახელდა. კომპანიამ ობიექტის კეთილმოწყობის სანაცვლოდ ბიუჯეტიდან 162 000 ლარი მიიღო.


ამავე თემაზე:

ქუთაისის ტურიზმის ცენტრის შენობის პირველი სართულის ნაწილი 1 100 ლარად გაქირავდა

ქუთაისის ტურიზმის ცენტრის შენობის პირველი სართულის ნაწილი აუქციონზე სხვისდება
Print