ახალი ამბები
სელფის გადაღებას 18 წლის გოგონას სიცოცხლე ესხვერპლა
FaceBook
გოგონა საავადმყოფოში 50%-ზე მეტი სხეულის დამწვრობით გარდაიცვალა

საშინელი ტრაგედია დატრიალდა რუმინეთში, რომლის მიზეზიც უწყინარი სელფი გახდა. 18 წლის გოგონა ცოცხლად დაიწვა მაშინ, როდესაც ცდილობდა ეფექტური სელფი გადაეღო.
ანა ურსი თავის 17 წლის მეგობართან ერთად რკინიგზის სადგურისკენ გაემართა, რათა მატარებელზე ამძვრალიყო და იდეალური ფოტო გადაეღო. სახურავზე ასულს ელექტროგაყვანილობაში გაეჭედა ფეხი. შედეგად, ცეცხლი წაეკიდა და სახურავიდან ძირს გადმოაგდო.
ამ დროს, სიახლოვეს მამაკაცმა ჩაიარა, რომელმაც დაინახა მომხდარი. ის ეცადა მალევე დახმარებოდა გოგონას და ცეცხლი ჩაექრო, სანამ სახანძრო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები მოვიდოდნენ. თუმცა ამან ვერ უშველა გოგონას, ის საავადმყოფოში 50%-ზე მეტი სხეულის დამწვრობით გარდაიცვალა. მისი მეგობარიც მოხვდა საავადმყოფოში, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ambebi.ge
Print