ახალი ამბები
27-28 ივლისს დასავლეთ საქართველოში 38 გრადუსი სიცხეა ნავარაუდევი
FaceBook

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონში დღეს, 24 ივლისს შესაძლოა იწვიმოს.

სინოპტიკოსების ცნობით, ხანმოკლე წვიმა 25 ივლისსაც არის მოსალოდნელი, ჰაერი კი 25-27 გრადუსამდე გათბება.

გარემოს ეროვნული სააგენტოში ვარაუდობენ, რომ  26 ივლისს გამოიდარებს და ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს.

"27-28 ივლისს უნდა ველოდოთ განსაკუთრებით მაღალ ტემპერატურას. ჰაერის ტემპერატურა 38 გრადუსს მიაღწევს, ხოლო 28 ივლისს აღმოსავლეთის ძლიერი ქარიც იქროლებს",  - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

სინოპტიკოსების ცნობით, მაღალი ტემპერტერატურა დასავლეთ საქართველოში 29 ივლისამდე შენარჩუნდება, ხოლო 30 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით კვლავ ნალექია მოსალოდნელი და ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსამდე დაიკლებს.

 

Print