ახალი ამბები
"ქუჩა ერთ თვეზე მეტია იტბორება" - ქუთაისში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
FaceBook
ქუთაისში, შმიდტის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილი დაზიანებული მილის გამო ერთ თვეზე მეტია იტბორება

წყალქცევის გამო ადგილობრივების საცხოვრებელი სახლის ეზოები იტბორება და მოსახლეობას გადაადგილება უჭირს.

"ჩვენს ქუჩაზე წყლის მილია გამსკდარი,  ტერიტორიაზე ყოველდღიურად წყლის გუბეები დგას და ვითხოვთ დროულ დახმარებას" - ამბობენ შმიდტის ქუჩაზე მცხოვრებლები.



ადგილობრივების თქმით, მოსახლეობამ არაერთხელ დარეკეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცხელს ხაზზე, თუმცა, მათგან ამ დრომდე არანაირი რეაგირება არ ყოფილა.

"სად არ დარვეკეთ მაგრამ მაგრამ ჩვენს თხოვნას ყურადღებას არავინ აქცეს და არავინ არ მოდის," - ამბობენ ადგილობრივები.

გაერთანებული წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, რომ ამ დრომდე მათთან არანაირი შეტყობინება არ შესულა, თუმცა ქუჩაზე სიტუაციის მოკვლევისა და გამოსწორების მიზნით სამუშაო ჯგუფი დღესვე მივა.
Print