ახალი ამბები
ორმოში "ამოსული" ხე ქუთაისში (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, 26 მაისის ქუჩის ახლადრეაბილიტიებულ გზის საფარზე, მოსახლეობამ საკანალიზაციო ორმოში ხის ტოტი ჩარგო. ადგილობრივების განმარტებით, ამ ფორმით  სახურავის გარეშე დარჩენილი საკანალიზაციო ჭა გააპროტესტეს. 

"ორი დღის წინ გაკეთდა გზა ამ ქუჩაზე და აღმოვაჩინეთ, რომ ჭა ღიად არის, ამიტომ ვითხოვთ მის დროულ დახურვას," - ამბობენ 26 მაისის ქუჩაზე მცხოვრებლები. 

ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისის მერიამ განახორციელა. როგორც მერიაში ამბობენ, საკანალიზაციო ჭის მოწყობაზე პასუხისმგებელი წყალმომარაგების კომპანიაა. 

ქუთაისის გაერთიანებული წყალმიომარაგების კომპანიის ტექნიკურ სამსახურში აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია აღნიშნული ფაქტის შესახებ.

"არ ვიცი რატომ არის საკანალიზაციო ჭა თავსახურის გარეშე," - ამბობენ კომპანიის ტექნიკურ სამსახურში.

მათივე განმარტებით, სიტუაციის გარკვევისა და გამოსწორების მიზნით კომპანიის თანამშრომლები ადგილზე დღესვე მივლენ.




Print