ახალი ამბები
"ნაციონალები" - ქუთაისის მერიის დაცვის თანამშრომელი ჩინოვნიკების პრეტენზიებს შეეწირა
FaceBook
ქუთაისის მერიის დაცვის თანამშრომლის, იმედა კირკიტაძის მერიიდან გათავისუფლებას "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. საკრებულოს ნაციონალი დეპუტატის, ამირან ძოწენიძის განმარტებით, იმედა კირკიტაძე საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატთან მომხდარ ინციდენტს შეეწირა.
"სრულიად უსამართლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის თავის სამსახურებრივ მოვალოებას ასრულებდა, ჩამოაქვეითეს. მოვუწოდებ დაცვის პოლიციას რომ კირკიტაზე იმ თანამდებობაზე აღადგინონ, სადაც მუშაობდა. თუკი მერიაში არ დააბრუნებენ, მაღლი ანაზღაურების მქონე სამსახურში მაინც გადაიყვანონ", - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ამირან ძოწენიძემ. მისი თქმით, ამ დრომდე სიტუაციის ჩაწყნარებას ელოდნენ, რომ მის გათავისუფლებას კიდევ ხმაური არ გამოეწვია. 
"ნაციონალურ მოძრაობაში" განმარტავენ, რომ იმედა კირკიტაძე მერიიდან, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერიის ჩინოვნიკების გამუდმებული პრეტენიზების გამო გაათავისუფლეს.
იმედა კირკიტაძესა და საკრებულოს უმრავლესობის დეპუტას, კახაბერ დვალიშვილს შორის დაპირისპირება მიმდინარე წლის 22 იანვარს მოხდა. დეპუტატის გაბრაზება დაცვის პოლიციის წარმომადგენლის თხოვნამ გამოიწვია, დვალისშვილს ავტომანქანა სხვა ადგილას დეყენებინა. თვითმხილველების თქმით, დეპუტატმა მერიის დაცვის პოლიციის წარმომადგენელს "პაგონები" ჩამოგლიჯა.
დაპირისპირებიდან 3 თვის შემდეგ, მიმდინარე წლის 1 აპრილიდან იუსტიციის სახლში დაცვის პოლიციის ოფიცრად გადაიყვანეს.
რა გახდა დაცვის თანამშრომლის მერიიდან გათავისუფლების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი დაცვის პოლიციის სამსახურს ეკუთვნის. სამსახურის წარმომადგენელს ტელეფონი ამ დრომდე გათიშული აქვს.
თეკლე მორგოშია
Print