ახალი ამბები
ქუთაისში დაკარგული ბიჭის ცხედარი 7 დღიანი ძებნის შემდეგ მდინარემ გამორიყა
FaceBook
ქუთაისში დაკარგული  11 წლის ბიჭი ერთკვირიანი ძებნის შემდეგ მდინარე რიონმა,  ლიტოფონის ქარხანასთან გამორიყა.

სამძებრო სამუშაოები 14 ივლისის საღამოს რიონჰესის ტერიტორიაზე დაიწყო. როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, ოთხჯერ დაათვალიერეს მდინარე რიონი ქუთაისის მასშტაბით, თუმცა უშედეგოდ. ძიების პროცესში 30 მდე მაშველი მონაწილეობდა.

დაკარგული ბიჭის ოჯახი ქუთაისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ისინი სამეგრელოდან არიან. 11 წლის ბიჭი სახლიდან 14 ივლისს გავიდა და აღარ დაბრუნებულა.


ამავე თემაზე:


"ოთხჯერ დაათვალიერეს მდინარე" - მაშველები რიონში 11 წლის ბიჭს ამ დრომდე ეძებენ

მდინარე რიონში დაკარგული ბიჭის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება
Print