ახალი ამბები
ქუთაისის მერიის დაცვის თანამშრომელი მერიიდან გაუშვეს
FaceBook
ქუთაისის მერიის დაცვის ათმეთაური იმედა კირკიტაძე, ქუთაისის საკრებულოს დეპუტატთან, კახაბერ დვალიშვილთან  დაპირისპირებიდან სამ თვეში მერიიდან გაუშვეს.
კირკიტაძე მიმდინარე წლის 1 აპრილიდან იუსტიციის სახლში დაცვის პოლიციის ოფიცრად გადაიყვანეს. 
"არ მინდა ამ თემაზე საუბარი. ძალიან გთხოვთ უხერხულში ნუ მაგდებთ. საქმის კურსში არის დაცვის სამსახური, თუკი რამე შეკითხვები გაქვთ მათ მიმართეთ", - განაცადა "ქუთაისიპოსტთან" სატელეფონო საუბრისას იმედა კირკიტაძემ.
რაც შეეება, მის თანამდებობრივ სარგოს, კირკიტაძე ამბობს რომ მას ახლა იმაზე ნაკლები ანაზღაურება აქვს, ვიდრე მერიაში მუშაობის დროს ქონდა.
რა გახდა დაცვის თანამშრომლის მერიიდან გათავისუფლების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი დაცვის პოლიციის სამსახურს ეკუთვნის. სამსახურის წარმომადგენელს ტელეფონი ამ დრომდე გათიშული აქვს. 
თეკლე მორგოშია
Print