ახალი ამბები
"ხშირად მიწევს ინფორმაციის მიწოდება" - შოთა მურღულია მოდულის შენობაში შესაძლო დაკითხვაზე
FaceBook
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ქუთაისის მერი შოთა მურღულია ერთი კვირის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკითხვაზე იმყოფებოდა.

მას რამდენიმე საათის განმავლობაში უძრავი ქონების პრივატიზიებისა და ტენდერების შესახებ კითხავდნენ.  შოთა მურღულია ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ის მოდულის შენობაში არ იმყოფებოდა და შესაბამისად, მისი დაკითხვაც არ მომხდარა.

"არასწორი ინფორმაციაა. მე ხშირად მიწევს ინფორმაციის მიწოდება და გაუგებარია ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციებს," - აცხადებს ქუთაისის მერი.

მურღულია ამბობს, რომ სხვადასხვა შინაარსის ინფორმაციას, სხვადასხვა უწყებებს, დაინტერესების შემთხვევაში ან თავად აწოდებს.

"სხვადასხვა უწყებებისთვის, მათ შორის სამართალდამცავებისთვის. ფინანსური პოლიცია, პროკურატურა, ანტიკორუფციული და სხვადასხვა. ზოგს გვთხოვენ, ზოგს ჩვენით ვაგზავნით თუ საეჭვოდ მიგვაჩნია," - განმარტავს ის.

ქუთაისის მერი აცხადებს, რომ პრივატიზებისა და ნებისმიერი ტენდერის შესახებ დაინტერესებულ პირებს ინფორმაციას ყოველთვის მიაწოდებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სუს-მა, ქუთაისის მერის გარდა, მისი მოადგილეებიც დაკითხა. შოთა მუღულიამ ამბობს, რომ ამ დროისთვის მან დაკითხვის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთ ვიცე-მერთან, ნოდარ მიქიაშვილთან გადაამოწმა. ქუთაისის მერი ირწმუნება, რომ ინფორმაცია არასწორია და მისი მოადგილეების დაკითხვა არ მომხდარა.


Print