ახალი ამბები
ქუთაისის მერიასთან გზის მოწესრიგების მოთხოვნით აქცია გამართეს
FaceBook

ქუთაისის მერიის შენობასთან გზის მოწესრიგების მოთხოვნით აქცია გაიმართა. თავისუფლების ქუჩის მე-4 შესახვევის მცხოვრებლების განმარტებით,  მოუწესრიგებელი გზის საფარი, თავის მხრივ, ანტისანიტარიას იწვევს. პოტესტის ნიშნად კი, აქციის მონაწილეებმა მერიასთან სამშენებლო ნარჩენები მიიტანეს.



"ორი წელია ანტისანიტარიაში ვცხოვრობთ და ამის გამო ზაფხულში  ჯანმრთელობის პრობლემები გვაქვს.  ალერგიები ბავშვებში, მოხუცებში ჰაერის უკმარისობა", -  განმარტა აქციის მონაწილე, ციცი გოგრიძემ.

მოსახლეობის თქმით, თავისუფლების ქუჩის მე-4 შესახვევის გზა,  2015 წელს,  სასმელი წყლის მილის გამოცვლის მიზნით გაჭრეს და მას შემდეგ ამორტიზებულია.  

აქციის მონაწილეებს მერიის წარმომადგენელი ნოდარ მიქიაშვილი შეხვდა და მათ პრობლემის მოგვარებას მიმდინარე წლის ბოლომდე დაჰპირდა.

"გადავჭერით გზა და დაახლოებით ორ თვენახევარია დასრულდა ეს სამუშაოები. გვაქვს თურქულ კომპანიასთან გვაქვს შეათანხმება და მიმდინარე წლის ბოლომდე აღმოფხვრით ამ პრობლემას", - განმარტავს ნოდარ მიქიაშვილი.




 

Print