ახალი ამბები
ქუთაისში ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირება მიმდინარეობს
FaceBook
ქუთაისში ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ააიპ "სპეციალური სერვისები" ახორციელებს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მიმდინარე წლის ივლისის თვეში სხვლა-ფორმირება 173 ტანმორჩილ და 99 მოზრდილ ხე-მცენარეს ჩაუტარდა.

"გადაიჭრა გამხმარი ხის ტოტები, ასევე, გაისხლა ისეთ მცენარეები, რომლებიც ხელს უშლიდნენ გარე განათებას, საკომუნიკაციო სისტემებს და მოსახლეობას," - განმარტავენ ააიპ "სპეციალურ სერვისებში".

ორგანიაციაში ამბობენ, რომ ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირება ქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურის მოთხოვნის მიხედვით, წელიწადში ერთხელ, ზაფხულის სეზონზე სრულდება.

მათივე ინფრომაციით, ხე-მცენარეების მოჭრილი მერქანი საწყობდება და ზამთრის სეზონის დასაწყისში სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე გადანაწილდება.

"სპეციალურ სერვისების" მონაცემებით, გასულ წელს საშეშე მერქანი სულ 700-მდე ოჯახს დაურიგდა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ თითოეულ ბენეფიციარზე გასაცემი მერქნის რაოდენობა შესრულებული სამუშაოების შედეგად მიღებულ მასალაზეა დამოკიდებული.

მოჭრილი მერქნის მიღების მოთხოვნით სოციალურად დაუცველმა მოქალაქეებმა ქუთაისის მერიას უნდა მიმართონ. კეთილმოწყობის სამსახურში ამ დროსთვის 114 განცხადებაა შესული.






Print