ახალი ამბები
20-21 ივლისს ქუთაისში და იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტის აბონენტთა ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშება
FaceBook
20 -21 ივლისს ქუთაისში, იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტსა და ცაგერში აბონენტთა ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშება.

ამის შესახებ სს ენერგო-პრო ჯორჯია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შეზღუდვა ელექტროგამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური და ტექნიკური სამუშაოების გამო ხდება.

ქუთაისში, 20 ივლისს,  11:00-დან 18:00 საათამდე  ელექტროენერგიის მოწოდება შეუწყდება დაახლოებით 1480 აბონენტს, ავტომშენებლის, ბუკიას და მიმდებარე ქუჩებზე. 

20 ივლისს, 14:00-დან 15:00 საათამდე - ძაბვა შეუწყდება სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებს - საჯავახოს, ვაზისუბანს, ქოროსუბანს, ნოღასა და მიმდებარე სოფლებს. დაახლოებით 3700 აბონენტს. 21 ივლისს კი 11:00-დან 14:00 საათამდე - ელენერგია შეუწყდება დაახლოებით 2200 აბონენტს სოფლებში: გამოჩინებული, წიაღუბანი, ნიგორზღვა, ოფეთი და მიმდებარე სოფლებში; 14:00-დან 17:00 საათამდე - დაახლოებით 1450 აბონენტს - დაფნარში, დაბლაგომში, გომში, მთისძირში და მიმდებარე სოფლებში.

წყალტუბო:

20 ივლისს 10:00-დან 12:00 საათამდე - 1214 აბონენტს შეუწყდება ელექტროენერგიის მიწოდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში მექვენა და ონჭეიში; 12:00-დან 14:00 საათამდე - 1041 აბონენტს სოფლებში დერჩი, ლეხინდრისთავი, დღნორისა; 10:30-დან 17:00 საათამდე - 162 აბონენტს სოფელ გუმათში; 12:00-დან 162:00 საათამდე – 311 აბონენტი, სოფლებში - გუმბრა და გუმბრინი.

ტყიბული:

20 ივლისს 10:30-დან 18:00 საათამდე - 500 აბონენტს შეეზღუდება ელექტროენერგიის მოწოდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლებში: კურსები, ნაბოსლევი; 11:0-დან 17:00 საათამდე - 286 აბონენტს სოფელ რცხილათში; ხოლო 20 და 21 ივლისს 13:00-დან 18:00 საათამდე - 315 აბონენტს ძიროვანში და საწირეში.

ცაგერი:

20 ივლისს 14:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება დაახლოებით 500 აბონენტს ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში ორხვი, ტვიში, ლახეფა, ქორენიში.

"ენერგო-პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს გამანაწილებელ ქსელში. სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

Print