ახალი ამბები
ყაჩაღობა, ქათმების ქურდობა - თერჯოლაში კრიმინალური ფაქტების გახშირებაზე საუბრობენ
FaceBook
თერჯოლის მოსახლეობის ერთი ნაწილი გართულებულ კრიმინოგენულ სიტუაციაზე საუბრობს და კრიმინალური ფაქტების მატებაზე მიუთითებს.
"რამდენიმე ხნის წინ დევიძეები დააყაჩაღეს, ერთი კვირის წინ მაღაზია გაქურდეს, ერთი პატარა ქალაქისთვის ბევრი შემთხვევაა"- ამბობენ თერჯოლაში.
მოსახლეობა წვრილმანი ქურდობის მატების შემთხვევებსაც აღნიშნავს.
"ქათმებსაც აღარ აჩერებენ საქათმეში. ქათმების მოპარვაც დაიწყეს", - ამბობს ნინო ლილუაშვილი.
აღნიშნულის თაობაზე მათ ვიდეოგამოკითხვაში ისაუბრეს, რომელიც "ქუთაისიპოსტმა" თერჯოლაში ჩაატარა.
ვიდეოგამოკითხვას "ქუთაისიპოსტი" ხვალ შემოგთავაზებთ.

Print