ახალი ამბები
ავარია დაფნართან - დაშავებულია 4 ადამიანი
FaceBook
სოფელ დაფნართან ახლოს ორი მსჯბუქი ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.

"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით დაშავებულები საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

მათივე ცნობით ფაქტზე გამოძიება სსკ 276 - ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.



Print