ახალი ამბები
ქუთაისში „ლაზური მუსიკის“ კონცერტი გაიმართება
FaceBook
19 ივლისს მესხიშვილი თეატრში გაიმართება ლაზური მუსიკის კონცერტი.

მასში მონაწილეობას მიიღებენ ბაიარ შაჰინი, ნიაზ ქოიონჯუ, დამლა შაჰინი, იუდუმ შაჰინი, გოჰან ოზკანი, ოკან სუბაში, მუსტაფა იენერკოლი, ისმეთ ქიზილი, ბახტიარ არიჩა, თამარა შაჰინი, ბეჟან წინწალაშვილი.

კონცერტი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართება პროექტის „ზაფხულის საღამოების“ ფარგლებში.

ლაზური კონცერტი 18:00 საათზე გაიმართება.

Print