ახალი ამბები
კონცერტები, კინოჩვენებები, სპექტაკლები - ქუთაისში „ზაფხულის საღამოები“ გაიმართება
FaceBook
ქუთაისში ერთი თვის განმავლობაში „ზაფხულის საღამოები“ გაიმართება.

პროექტი რამდენიმე ტიპის ღონისძიებას ითვალისწინებს. წარმოდგენილი იქნება როგორც კონცერტები, ასევე "ნიღბების თეატრის" სპექტაკლები, მოეწყობა ფილმების ჩვენება.

"ზაფხულის საღამოებზე" კონცერტებს ძირითადად ადგილობრივი შემსრულებლები წარმოადგენენ:

19 ივლისს „ლაზური კონცერტი“ მოეწყობა ლადო მესხიშილის თეატრში 18:00 საათზე.

20 ივლისს DJ Zapa წარმოადგენს კონცერტს მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში  21 საათზე.

26 ივლისს მოსწავლე -ახალგაზრდობის პარკი ჯგუფ "მუზეუმსა" და Chi-C ho-ს დაეთმობა - 20:00 საათზე.

27- 31 ივლისის ჩათვლით კინოკვირეული გაიმართება მონ-პლაზირის ტერიტორიაზე.

25 ივლისი ქუთაისის კამერული კვარტეტი კლასიკურ მუსიკას დაუკრავს ქალაქის ცენტრალურ ბულვარში 20:00 საათზე.

3 აგვისტოს "ოჩოს ქოხი" რეაბილიტირებულ უბანში 20:00 საათზე გამართავს კონცერტს.

13 აგვისტოს ქალაქური მუსიკის საღამო ჩატარდება ქალაქის ცენტში.

16 აგვისტოს კი რობი კუხიანძის კონცერტი გაიმართება რეაბილიტირებულ უბანში 21 საათზე.

22 აგვისტოს ნიღბების თეატრი მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში მოაწყობს წარმოდგენას.

15 სექტემბერს "ფერების ფესტივალი" გაიმართება ბალახვნის კიბეებთან.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ პროგრამაში შესაძლებლია მცირე ცვლილებები შევიდეს.

„ზაფხულის საღამოების“ ბიუჯეტი 10 ათას ლარს შეადგენს, რომელსაც ქუთაისის მერია გამოყოფს.
Print