ახალი ამბები
18 ივლისს სამტრედიის 400-მდე აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
FaceBook
18 ივლისს, სამტრედიის მუნიციპალიტეტში 400-მდე აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
11:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის  გარეშე დარჩება  სოფელ წიაღუბნის 200-მდე და სოფელ ზემო ნოღას 170-მდე აბონენტი. 

ენერგომომარაგებაზე შეზღუდვა  ენერგო-პრო ჯორჯიას ელექტროგამანაწილებელ ქსელში დაგეგმილ ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებს ელექტრონერგია სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.

18 ივლისს,   ელექტროენერგია ასევე არ მიეწოდება ქუთაისის ნაწილს, თერჯოლის, ტყიბულის, ხარაგაულისა  და ლენტეხის აბონენტების უმრავლესობას. 

Print