ახალი ამბები
მდინარე რიონში დაკარგულ 11 წლის ბიჭს მეოთხე დღეა ეძებენ
FaceBook
ქუთაისში, მდინარე რიონში დაკარგულ 11 წლის ბიჭს მაშველები მეოთხე დღეა ეძებენ.

"ძებნა მიმდინარეობს ყველგან. განიხილება ყველა სავარაუდო ტერიტორია. სამძებრო სამუშაო გაცდა უკვე ქუთაისს, თუმცა ჯერ არ გვაქვს შედეგი" - განმარტავენ სამაშველო სამსახურში.

11 წლის ბიჭი სახლიდან 14 ივლისს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. სამძებრო სამუშაოები იმავე დღეს დაიწყო.

წინასწარი ინფორმაციით, დაკარგულმა ბიჭმა ოჯახის წევრებს უთხრა, რომ მეგობართან მიდიოდა, თუმცა, მოგვიანებით გაიგეს, რომ მასთან არ მისულა.

"ბავშვები საბანოდ წავიდნენ, საღამოს რომ ამოვიდნენ, გვითხრეს, რომ ბიჭი დაიკარგა. მერე გვიან გვითხრეს, წყალში შევიდა და დაიხრჩოო", - განმარტავენ ადგილობრივები.


ამავე თემაზე:

"ოთხჯერ დაათვალიერეს მდინარე" - მაშველები რიონში 11 წლის ბიჭს ამ დრომდე ეძებენ

მდინარე რიონში 11 წლის ბიჭს ეძებენ
Print