ახალი ამბები
18 ივლისს ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
FaceBook
ქუთაისში აბონენტთა ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

შეზღუდვის მიზეზი სს ენერგო-პრო ჯორჯიას ელექტროგამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური და ტექნიკური სამუშაოებია.

ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ ქუთაისში ქვესადგურ "წყალწითელას" მომხმარებლებს: 18 ივლისს 11:00-დან 14:00 საათამდე - 95 აბონენტს სოლომონ მეორეს ქუჩაზე; 14:00-დან 17:00 საათამდე - 690 აბონენტს სოლომონ პირველის, სოლომონ მეორეს, კლდიაშვილის ქუჩებზე; 20 ივლისს 11:00-დან 14:00 საათამდე - 360 აბონენტს ევდოშვილის, ჯორჯიაშვილის, მოსკოვის, წმინდა სამების ქუჩებზე.

ქუთაისის გარდა, ელექტროენერგიის მიზოდება შეეზღუდება ტყიბულში, თერჯოლაში, ხარაგაულსა და ლენტეხში მცხოვრებ აბონენტთა ნაწილს.

შეზღუდვა იქნება 14:00-დან 17:00 საათამდე - 500 აბონენტისთვის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში.

ტყიბულში 18 ივლისს 10:00-დან 18:00 საათამდე ელენერგია შეეზღუდება - 660 აბონენტს იმერეთის, ბრეგვაძის, გორგასლის, წერეთლის ქ და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00-დან 18:00 საათამდე - 61 აბონენტს სოფელ მუხურაში.

18 ივლისს 08:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდება ქვესადგურების "ორპირის"", "ხრესილისა" და "ხრესილი წევას" დაახლოებით 4700 აბონენტს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ორპირი, ხრესილი, კოკა, ციხია და მიმდებარე სოფლებში. ხოლო 11:00-დან 18:00 საათამდე - 650 აბონენტს სოფლებში გელათი, მოწამეთა, კურსები.

ხარაგაულში, 18 ივლისს 10:00-დან 18:00 საათამდე ძაბვის მიწოდება შეეზღუდება დაახლოებით 1900 აბონენეტს. ძაბვა შეუწყდებათ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებს: მოლითს, ზვარეს, ნუნისს, ვახანს და მიმდებარე სოფლებს.

ლენტეხში, ქვესადგურ "ლენტეხის" მომხმარებლებს, 18 ივლისს 12:00-დან 14:00 საათამდე - 290 აბონენტს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება. ასევე ძაბვა შეუწყდება ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ლესემას, ფაყის, წანაშის, ტვაბლედს და მიმდებარე სოფლებს, ელენერგია შეეზღუდებათ 14:00-დან 16:00 საათამდე - 230 აბონენტს დაბა ლენტეხში და სოფელ სასკუდარაშიც. .

სს ენერგო-პრო ჯორჯიაში აცხადებენ, რომაბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს გამანაწილებელ ქსელში. სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება. 

Print