ახალი ამბები
ქუთაისის ტურიზმის ცენტრის შენობის პირველ სართულზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტი განთავსდება
FaceBook

ქუთაისში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრმა, შენობის პირველ სართულზე არსებული ფართის ნაწილი აუქციონზე გამოიტანა.

აუქციონის მიხედვით, რუსთაველის გამზირი N9ა, ნაკვეთი N1-ში მდებარე შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე განთავსებული არასაცხოვრებელი ფართის 6.08 კვ.მ. სარგებლობაში გადაცემა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მოწყობის მიზნით უნდა მოხდეს.

აუქციონის საწყისი ფასი 1 216 ლარია, ხოლო პირველი ბიჯის ფასი 500 ლარია.

აუქციონში გამარჯვებულმა, სარგებლობის ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის გამართული ფუნქციონირება.

გამარჯვებული კომპანია ვალდებულია საქმიანობა აწარმოოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მიღებული დოკუმენტაციით.

აუქციონში გამარჯვებულმა საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველყოს მისთვის გადაცემული ფართის სივრცითი მოწყობა, შესაბამისი ინვენტარით, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს წინასწარ ააიპ „ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრთან“.

აუცქიონის წესით გამოვლენილ გამარჯვებულ კომპანიას ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში ვალუტის გადამცველი პუნქტის განსათავსებლად ფართი 5 წლის გადით გადაეცემა.

 

Print