ახალი ამბები
მდინარე რიონში დაკარგულ ბიჭს სამი დღეა ეძებენ
FaceBook
ქუთაისში მდინარე რიონში დაკარგული 11 წლის ბიჭის სამძებრო სამუშაობი უკვე მესამე დღეა გრძელდება.
"ძებნა მიმდინარეობს ყველგან. განიხილება ყველა სავარაუდო ტერიტორია. სამძებრო სამუშაო გაცდა უკვე ქუთაისს, თუმცა ჯერ არ გვაქვს შედეგი" - განმარტავენ სამაშველო სამსახურში.


სამძებრო სამუშაოები 14 ივლისის საღამოს რიონჰესის ტერიტორიაზე დაიწყო. როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, ოთხჯერ დაათვალიერეს მდინარე რიონი ქუთაისის მასშტაბით, თუმცა უშედეგოდ.

დაკარგული ბიჭის ოჯახი ქუთაისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ისინი სამგრელოდან არიან. 11 წლის ბიჭი სახლიდან 14 ივლისს გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

წინასწარი ინფორმაციით, დაკარგულმა ბიჭმა ოჯახის წევრებს უთხრა, რომ მეგობართან მიდიოდა, თუმცა, მოგვიანებით გაიგეს, რომ მასთან არ მისულა.

"ბავშვები საბანოდ წავიდნენ, საღამოს რომ ამოვიდნენ, გვითხრეს, რომ ბიჭი დაიკარგა. მერე გვიან გვითხრეს, წყალში შევიდა და დაიხრჩოო", - განმარტავენ ადგილობრივები.



ამავე თემაზე:

"ოთხჯერ დაათვალიერეს მდინარე" - მაშველები რიონში 11 წლის ბიჭს ამ დრომდე ეძებენ

მდინარე რიონში 11 წლის ბიჭს ეძებენ
Print