ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში 17-18 ივლისს 38 გრადუსი სიცხეა ნავარაუდევი
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 17-18 ივლისს 38 გრადუსი სიცხეა ნავარაუდევი.
სინოპტიკოსების ცნობით, კოლხეთის დაბლობზე და ზემოიმერეთში გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.

"17-18 ივლისს მკვეთრად მოიმატებს ტემპერატურა. უმეტესად უნდა ველოდეთ სიცხეს 33-38 გრადუსამდე", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძვანელი, დოდო გვაზავა.

გარემოს ეროვნული სააგენტოში დასავლეთ საქართველოში 19 ივლისიდან არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა კი, 30 გრადუსამდე დაიკლებს.

სინოპტიკოსების ცნობით, მიმდინარე წლის 23 ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი.



Print