ახალი ამბები
სადარბაზოები ქუთაისში, რომელთაც რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ
FaceBook
ქუთაისი მერია საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების რეაბილიტაციას გეგმავს. ამ მიზნით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ 109 048 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

ქუთაისში ჭავჭავაძის #46 ა-ში მცხოვრები დოდო დათიაშვილი იმ კორპუსში ცხოვრობს, რომელსაც მერიის თანადაფინანსების პროგრამით რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

"პირველიდან მეცხრე სართულის ჩათვლით სადღეღამისო განათება გვექნება და ვისარგებლებთ ამით. აგრეთვე, მომავალში ვგეგმავთ კედლები სადარბაზოს კედლები და წყლის სისტემა მოვაწესრიგოთ", - ამბობს დოდო დათიაშვილი.



სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით,  რეაბილიტაცია  ჯამში  29 სადარბაზოს ჩაუტარდება:

ძოძუაშვილის ქუჩა N 16 - პირველი სადარბაზო, ჟიული შარტავას ქუჩა N 2/9 - პირველი, მეორე და მესამე სადარბაზო, ჟიული შარტავას ქუჩა N 2/10 - პირველი სადარბაზო, ილია ჭავჭავაძის გამზირი N 46ა - პირველი და მეორე სადარბაზო, ილია ჭავჭავაძის გამზირი N 46 პირველი და მეორე სადარბაზო, ზვიად გამსახურდიას გამზირი N 42 პირველი და მესამე სადარბაზო, ლეონიძის ქუჩა N 4 - პირველი სადარბაზო, მაისურაძის ქუჩა N 9 - მეორე სადარბაზო, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა N 22 - პირველი სადარბაზო, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩა N221 - პირველი სადარბაზო, შოთა რუსთაველის გამზირი N 24 - პირველი სადარბაზო, ნიკეას ქუჩა 19 N 7 - პირველი და მეორე სადარბაზო, ნიკეას ქუჩა N 1/8 - პირველი სადარბაზო, ილია ჭავჭავაძის გამზირი N 22 - პირველი და მეორე სადარბაზო, ილია ჭავჭავაძის გამზ. N 12-14-16 - პირველი, მეორე, მესამე და მეხუთე სადარბაზო, სულხან-საბას გამზირი N 57 - პირველი, გუგუნავას ქუჩა N 15/2ა - პირველი, ახალგაზრდობის გამზირი მე-5 შეს. N 15 - პირველი და მეორე, ტიციან ტაბიძის ქუჩა N29 -პირველი სადარბაზო. 

სახელმწიფო შესყიდვაზე (SPA170009755 ) წინადადების მიღება 30 ივლისს დაიწყება და 4 აგვისტოს დასრულდება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შესრულებული უნდა ჰქონდეს შენობების კაპიტალური მშენებლობა ან სარემონტო სამუშაოები. დოკუმენტაციის მიხედვითვე, სამუშაოების შემსრულებმა კომპანიამ სადარბაზოების რეაბილიტაცია მიმიდინარე წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით უნდა განახორციელოს.
Print