ახალი ამბები
მდინარე რიონში დაკარგული ბიჭის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება
FaceBook
მდინარე რიონში დაკარგული 11 წლის ბიჭის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე  გრძელდება.
"სამძებრო სამუშაოები დილით ადრე განახლდა. ყველა ტერიტორიას ჩხრეკენ",  - განგვიმარტეს სამაშველო სამსახურში.  დაკარგულს 30 მაშველი მცურავი საშუალებებით ეძებს. 

სამძებრო სამუშაოები 14 ივლისის საღამოს რიონჰესის ტერიტორიაზე დაიწყო. როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, ოთხჯერ დაათვალიერეს მდინარე რიონი ქუთაისის მასშტაბით, თუმცა უშედეგოდ.

დაკარგული ბიჭის ოჯახი ქუთაისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.  ისინი სამგრელოდან არიან. 11 წლის ბიჭი სახლიდან 14 ივლისს გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

წინასწარი ინფორმაციით, დაკარგულმა ბიჭმა ოჯახის წევრებს უთხრა, რომ მეგობართან მიდიოდა, თუმცა, მოგვიანებით გაიგეს, რომ მასთან არ მისულა.

"ბავშვები საბანოდ წავიდნენ, საღამოს რომ ამოვიდნენ, გვითხრეს, რომ ბიჭი დაიკარგა. მერე გვიან გვითხრეს, წყალში შევიდა და დაიხრჩოო", - განმარტავენ ადგილობრივები.



ამავე თემაზე:

"ოთხჯერ დაათვალიერეს მდინარე" - მაშველები რიონში 11 წლის ბიჭს ამ დრომდე ეძებენ

მდინარე რიონში 11 წლის ბიჭს ეძებენ
Print