ახალი ამბები
ქუთაისში უბედური შემთხვევის შედეგად 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა
FaceBook
ქუთაისში საღორიის უბანში საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან 4 წლის ბიჭი გადმოვარდა.

მეზობლების ცნობით, ბავშვი მაშინვე გადაიყვანეს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.

როგორც გარდაცვლილი მცირეწლოვანის მეზობლები ყვებიან, უბედური შემთხვევა 14 ივლისს, ჯიქიების ოჯახში მოხდა, რომლებიც ყოფილი სატრაქტორო ქარხნის ბინაში, დევნილების დასახელბაში ცხოვრობენ.

"სამი მცირეწლოვანს ზრდის ეს ქალი და მარტო იყო სახლში. როგორც ვიცით, როცა უმცროსს აჭმევდა, სავარაუდოდ ბავშვი მაშინ მივიდა ფანჯარასთან და გადავარდა," - ამბობენ მეზობლები "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით არის საქმე აღძრული, რაც გულისხმობს სხეულის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.
Print