ვიდეო
რეაბილტაციიდან 9 თვეში დაზიანებული გზა ნიკეას ქუჩაზე (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ახლადრეაბილიტირებული გზის საფარი ამოთხრილია.


რა ბედი ეწევა ახლადრეაბილიტირებულ მწყობრიდან გამოსულ გზას ამის გასარკვევად "ქუთაისიპოსტი" იმ კომპანიებს დაუკავშირდა, რომლებმაც ტერიტორიაზე წყლისა და გზის სამუშაოები განახორციელეს.

კითხვაზე, თუ რატომ არ მოხდა ჯერ წყლის რეაბილიტაცია და შემდგომ გზის, "საქმილდამშენში" აცხადებენ, რომ ამაზე პასუხისმგებლობა კომპანია "ესემკას" ეკისრება, რადგან მათი თხოვნა არ გაითვალისწინეს და წყლის ქსელი გზის დაგებამდე არ მოაწესრიგეს.

"ჩვენ გავაფრთხილეთ წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანია "ესემკა" დაესრულებინათ თავიანთი სამუშაო და გვითხრეს, რომ ყველაფერი მწყობრში იყო, შემდეგ კი ჩვენს მიერ მოწყობილი გზა გადათხარეს. ეს კომპანია არაკომპეტენტურია, თუმცა ახლა ისინი არიან ვალდებული თავიანთი გაფუჭებული საქმე გამოასწორონ, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოში ვუჩივლებთ," - ამბობს კომპანია "საქმილდამშენის" დირექტორი კობა გაბუნია.

თავის მხრივ, "ესემკაში" ამ ფაქტს არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ წყლის სისტემის სამუშაოების დასრულებას "საქმლდამშენი" არ დაელოდა და გზა დააგო.

"ჩვენ ვუთხარით რომ აქ სამუშაოები იქნებოდა ჩასატარებელი და თავად არ მოიცადეს, იჩქარეს გზის დაგება," - აცხადებს კომპანია "ესემკას" წარმომადგენელი გიორგი შავიძე.

ურთიერთბრალდებების პარალელურად, ნიკეას ქუჩაზე დაზიანებული გზის ხელახლა მოწესრიგებაზე პასუხისმგებლობა "ქუთაისიპოსტთან" საუბრისას თავის თავზე არც "საქმილდამშენმა" და არც "ესემკამ" აიღო. 

თუმცა სატელეფონო საუბრიდან მეორე დღეს, ქუთაისის მერიაში "ქუთაისიპოსტს" განუცხადეს, რომ ნიკეას ქუჩაზე დაზიანებული გზის საფარის მოწესრიგებას "ესემკა" რამდენიმე დღეში დაიწყებს. 



ნიკეას ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით 2016 წელს დაიწყო.

რეაბილიტირებული ქუჩა 2016 წლის 21 ოქტომბერს გაიხსნა.  რეაბილიტაციის ფარგლებში ქუჩაზე შუა გამყოფი გამწვანების ზოლი, ტროტუარები, ბორდიურები და გარე განათების სისტემები მოეწყო.



ნიკეაზე განხორციელებული პროექტი ქუთაისის მერიამ მიმდინარე წელს ჩაიბარა.



Print