ახალი ამბები
"3 თვეა ტონობით წყალი იქცევა" - გოგი წულაია ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ წყლის ქცევაზე
FaceBook
პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ ჭავჭავაძის გამზირის  #37-ში წყლის ქცევა გააპროტესტა.

"სასწრაფოდ გაკეთდეს ეს და ყველა წყლის ქცევა რაც კი ქუთაისში არსებობს. ხოლო იმისთვის რომ მსგავსი ფაქტები აღიკვეთოს უნდა გაუქმდეს წყალმომარაგების კომპანია. მილიონობით ლარი იხარჯება არაფერში", - ამბობს გოგი წულაია.



საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, რომ ჭავჭავაძის  #37-ში იყო პრობლემა, თუმცა, ის უკვე აღმოფხვრილია და წყლის ქცევა არ ფიქსირდება. მათი თქმით, ზემოთაღნიშნული ქუჩა, რადგან ცენტრალური გზაა მისი გათხრისთვის საპატრულო პოლიციის ნებართვას ელოდებოდნენ.
Print