ახალი ამბები
მდინარე რიონში 11 წლის ბიჭს ეძებენ
FaceBook
მდინარე რიონში სამაშველო სამსახური ამ დრომდე ეძებს 11 წლის ბიჭს, რომელიც სახლიდან 14 ივლისს გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

წინასწარი ინფორმაციით, დაკარგულმა ბიჭმა ოჯახის წევრებს უთხრა, რომ მეგობართან მიდიოდა, თუმცა, მოგვიანებით გაიგეს, რომ მასთან არ მისულა.

"ბავშვები საბანოდ წავიდნენ, საღამოს რომ ამოვიდნენ, გვითხრეს, რომ ბიჭი დაიკარგა. მერე გვიან გვითხრეს, წყალში შევიდა და დაიხრჩო", - განმარტავენ ადგილობრივები.

სამძებრო სამუშაოები ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარებს. ადგილი გადაკეტილია.

"გუშინ ღამით მივიღეთ შეტყობინება. მაშინვე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 30 მაშველი ეძებს დაკარგულ ბიჭს, მცურავი საშუალელებით," - აცხადებენ სამაშველო სამსახურში.
Print