ახალი ამბები
ქუთაისში ნიაზ დიასამიძის კონცერტი გაიმართა
FaceBook
ქუთაისში  ნიაზ დიასამიძის კონცერტი გაიმართა. მომღერალმა მსმენელებისთვის ცნობილი ჰიტები შასრულა.

საღამო ფეიერვერკით დასრულდა. 

ნიაზ დიასამიძის კონცერტი ქუთაისში,   მეკდონალდსის რიგით მეორე რესტორნის გახსნასთან დაკავშირებით ჩატარდა.

ახალი რესტორნის გახსნას, ბრენდის წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები ესწრებოდნენ.

ლენტი საზეიმო ვითარებაში  ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ,  მაკდონალდსის გენერალურ პრეზიდენტთან, თენგიზ კაპანაძესთან და პრეზიდენტთან, თემურ ჭყონიასთან ერთად გაჭრა.

ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე მაკდონალდსის მშენებლობას ადგილობრივთა მწვავე პროტესტი უძღოდა წინ, თუმცა, რესტორნის გახსნაზე, თემურ ჭყონიამ განაცხადა, რომ მან ამის შესახებ არ იცოდა.



ამავე თემაზე:

ქუთაისში სასულიერო პირები "მაკდონალდსის" მშენებლობას აპროტესტებენ

გია თევდორაძე ქუთაისში "მაკდონალდსის" მშენებლობაზე – ეს არის უზნეობის გამოვლენა

გოგი წულაია: "მაკდონალდსის" სახით ქუთაისში კიდევ ერთი სიმახინჯე გვექნება

ქუთაისში "მაკდონალდსის" მშენებლობის გამო 112 გამოიძახეს

ქუთაისელები ცენტრალური მოედნიდან ე.წ ქუჩის საათის გადატანაზე – გამოკითხვა (ვიდეო)

ქუთაისის მერიას "მაკდონალდსის" ახალი რესტორნის პროექტი ჯერ არ განუხილავს


Print