ახალი ამბები
ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე მოაჯირები დამონტაჟდება
FaceBook

ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ ტროტუარებზე მოაჯირების მოწყობა იგეგმება.


ჭავჭავაძის გამზირზე მოაჯირები ქუჩის ორივე მხარეს დამონაჟდება. სამუშაოები  სამტრედიის გზაგამტარი ხიდიდან ბაზრობის ტერიტორიამდე განხორციელდება.

ასევე, მოაჯირების დამონტჟდება იგეგმება ჭავჭავაძე-ნიკეას ქუჩის გადაკვეთაზე.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მოაჯირების მონტაჟი მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით იგეგმება.

"იმისთვის, რომ ქუჩაზე გადაადგილება უსაფრთხო იყოს, მოსახლეობამ გამოიყენოს ზებრა გადასასვლელები და არ მოხდეს ყველგან გზის გადაკეთვა, იგეგმება მოაჯირების მონტაჟი", - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

ქუთაისის მერიას მოაჯირების მოწყობისთვის საჭირო საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის 1 200 ლარიანი ტენდერი (SPA170009604) აქვს გამოცხადებული.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მოაჯირების დამონტაჟება სამტრედიის გზაგამტარი ხიდიდან 1510 მეტრზე, ხოლო ნიკეა-ჭავჭავაძის გადაკვეთაზე 350 მეტრის სიგრძეზე მოხდება.

ანალოგიური სახის მოაჯირები ქუთაისში უკვე მოწყობილია თამარ მეფის ქუჩაზე.


თამარ მეფის ქუჩა, სადაც მოაჯირებია დამონტაჟებული.

თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2015 წელს განხორციელდა. მაშინ ამ ქუჩაზე გზის საფარის, ბორდიულების, ტროტუარების, მოაჯირების, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 1 950 000 ლარი დაიხარჯა.

Print