ახალი ამბები
ამერიკაში დაკავებული ავთანდილ ხურციძის დედა - სამშობლო არ დავიწყებია და სამშობლო ივიწყებს?!
FaceBook
ამერიკაში დაკავებული სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის დედა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

როგორც მაყვალა ხურციძე ამბობს, მისი შვილის ანგარიშზე არსებული თანხა გაყინულია, რის გამოც ოჯახი ადვოკატისთვის ფულის გადახდას ვერ ახერხებს.

უსახსრობის გამო, ადვოკატი ქართველი სპორტსმენის დაცვაზე უარს ამბობს.

ხურციძის ოჯახი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

"ამ დრომდე არავინ შეხმიანებია ხელისუფლებიდან. ფედერაციაში ამბობენ, რომ ჩვენი სახელით არ ასპარეზობდაო. არადა ქართული ქუდი ეხურა და საქართველოს დროშას აფრიალებდა, თავისი სამშობლო არ დავიწყებია და ახლა სამშობლო ივიწყებს?! არ არის დამნაშავე და გთხოვთ ყველას დამეხმარეთ გამოვიდეს ციხიდან,"- ამბობს ნათელა ხურციძე.

ქუთაისელი მოკრივე ავთანდილ ხურციძე იგივე "ჩაქუჩა" მიმდინარე წლის ივნისში დააკავეს.

სპორტსმენის ოჯახის ინფორმაციით, მის შვილს ამერიკის საელჩოდან დაურეკეს, უთხრეს, რომ ამერიკის ვიზა მზად იყო და გამთენიისას გაფრინდა. მისი დაკავება ნიუ-იორკში მოხდა. 

აშშ-ს იუსტიციის დეპარტემენტის მიერ 7 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ნიუ-იორკში დაკავებულ 15 ქართველს შორის, ავთანდილ ხურციძეს ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში დაედო.

დაკავებულებს ასევე ბრალად ედებათ თაღლითობა და ფულის გამოძალვა.

ქართველ მოკრივეს ავთანდილ ხურციძეს ნიუ-იორკის სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ქუთაისელმა მოკრივემ, ავთანდილ ხურციძემ, მიმდინარე წლის აპრილში WBO-ს დროებითი ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 

ავთანდილ ხურციძეს 2016 წელს აქვს მოპოვებული WBO -ს ინტერნაციონალური ქამარი.


ამავე თემაზე:

"ვიზა ჩაურტყეს და გამთენიისას გაფრინდა" - ავთანდილ ხურციძის დედა


ავთანდილ ხურციძეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
Print