ახალი ამბები
ქუთაისში დაზიანებულ ლიფტებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
FaceBook

ქუთაისის მერია ლიფტების რეაბილიტაციას გეგმავს.

ქალაქში სხვადასხვა უბნებში მდებარე 5 კორპუსში ლიფტების რეაბილიტაციისთვის მერიამ 118 753 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვა (შPA170009685), მიმდინარე წლის 13 ივლისს გამოცხადდა, სადაც განაცხადების მიღება 29 ივლისს დაიწყება და 4 დღეში დასრულდება.


სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ლიფტების რეაბილიტაცია მოხდება ნიკეას ქუჩა N 21 კორპუსის პირველ, ნიკეას ქუჩა N 30 კორპუსის პირველ, სულხან საბას გამზირი N35 კორპუსის მე-4, ლეონიძის ქუჩა N4ა კორპუსის პირველ და ხარებავას ქუჩა N4 კორპუსის მე-4 სადარბაზოებში.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული დაზიანებული ლიფტების რეაბილიტაცია ხელშეკრულების დადებიდან 5 დღეში უნდა დაიწყოს და 35 დღეში დაასრულოს.

Print