ახალი ამბები
ერთ კვირაში მართვის მოწმობაზე ქულები იმერეთში 1226 მძღოლს დააკლდა
FaceBook
მიმდინარე წლის 1 ივლისიდან 7 ივლისამდე, სხვადასხვა დარღევების გამო, იმერეთის რეგიონში მართვის მოწმობაზე ქულები 1226 მძღოლს დააკლდა.
ამ მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის სამმართველო გვაწვდის.

უწყების ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში ყველაზე ხშირად მძღოლები შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის დაჯარიმდნენ. ამ დარღვევისთვის ჯარიმა 304 პირს დაეკისრა.

დარღვევების პირველი შვიდეული, რომლისთვისაც მძღოლები ყველაზე მეტად დაჯარიმდნენ, იხილეთ ინფოგრაფიკაში:



შინაგან საქმეთა სამინსიტროს მონაცემებით, ერთი კვირის განმავლობაში იმერეთში მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულებიდან ყველაზე მაღალი, 40 ქულა, მხოლოდ ერთ მძღოლს დააკლდა. ეს ჯარიმა ავტომობილის მფლობელს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევისთვის ეძლევა, რაც სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

ნახეთ ინფორგრაფიკა ქულების მიხედვით დაჯარიმებული მძღოლების მონაცემების შესახებ:


Print