ახალი ამბები
ქუთაისში 288 მასწავლებელი გამოცდაზე არ გამოცხადდა
FaceBook

პედაგოგებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდაზე, რომელიც დღეს ჩატარდა, ქუთაისში1 200-მდე პედაგოგი დარეგისტრირდა. თუმცა, გამოცდაზე 288 არ გამოცხადდა.

გამოცდები ქუთაისში #1, #41-ე და #17-ე საჯარო სკოლებში მიმდინარეობდა.

"ქუთაისში დარეგისტრირებული პედაგოგების მხოლოს 76% მოვიდა", - განმარტავენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

საქართველოს მასშტაბით, 22 საგამოცდო ცენტრში, დღეს პედაგოგების და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები ჩატარდა.

ქვეყნის მასშტაბით, დარეგისტრირებული 7500 პედაგოგიდან 2 250 გამოცდაზე არ გამოცხადდა.






 

Print