ახალი ამბები
14 ივლისს მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ ქუთაისში აქცია გაიმართება
FaceBook
ქუთაისში მცოცავი ოკუპაციის გასაპროტესტებლად 14 ივლისს სამ საათზე ცენტრალურ მოედანზე, სვეტებთან შეიკრიბებიან.

ერთ-ერთი ინიციატორის, ნიკა ნარსიას თქმით, მსგავსი აქციას საქართველოს და უცხოეთის სხვადასხვა ქალაქებშიც იგეგმება. 

"შევიკრიბოთ ყველა და არ ვიკითხოთ ვისი ორგანიზებულია. ერთდროულად გაიმართება აქცია ყველა ქალაქში", - ამბობს ნიკა ნარსია. 

საოკუპაციო ძალებმა გორის რაიონ სოფელ ბერშუეთში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი მიმდინარე წლის ოთხ ივლისს აღმართეს. 


Print