ახალი ამბები
დღეიდან Pegasus Airlines-ი ქუთაისიდან სტამბოლის მიმართულებით ფრენას იწყებს
FaceBook
ავიარეისზე ბილეთების ფასი 29.99 ევროდან იწყება.

19 მაისს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines სტამბოლის მიმართულებით პირველ ავიარეისს შეასრულებს.

ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მოლაპარაკებების პროცესის წარმატებით დასრულების შედეგად, მგზავრები ქუთაისი-სტამბულის ავიარეისით სარგებლობას კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შეძლებენ.

აღნიშნულ ავიარეისზე ბილეთების ფასი 29.99 ევროდან იწყება.
Print