ახალი ამბები
პედაგოგების და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდაზე 2 250 ადამიანი არ გამოცხადდა
FaceBook
საქართველოს ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 13 ივლისს მიმდინარე, პედაგოგების და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდას, დარეგისტრირებული მასწავლებების მესამდი არ გამოცხადდა.
დღეს, პედაგოგები დაწყებითი საგნის გამოცდას აბარებენ, სადაც ქვეყნის მასშტაბით 7 500 პედაგოგი იყო დარეგისტრირებული და 2 250 მასწავლები არ მივიდა.

"დღეს პედაგოგები გამოცდის შედეგების მიხედვით თავიანთ კომპეტენციას დაადასტურებენ. რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენ ქულასაც მიიღებს, ამის მიხედვით მოხდება მათზე კრედიტქულების მინიჭება. ამ კრედიტქულის მიხედვით კი განისაზღვრება ექნება თუ არა მას პედაგოგიური საქმიანობა. რაც შეეხება, პედაგოგების მსურველებს, 100 ქულის 60 პროცენტი უნდა 100-მდე უნდა მოაგროვონ", - განმარტავენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

გამოცდის შედეგები აგვისტოში გახდება ცნობილი.

პედაგოგების გამოცდა ქვეყნის მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს.
Print