ახალი ამბები
ქუთაისის ბაღების გაერთიანებამ ყოფილ თანამშრომელს საქალაქო სასამართლოში დავა მოუგო
FaceBook
ქუთაისის საქალაქოს სასამართლოში მიმდინარე წლის 13 ივლისს "ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებასა" და მისი ყოფილი თანამშრომლის, ქეთი დეისაძის პროცესი გაიმართა. 
ქეთი დეისაძე ქუთაისის ბაღების გაერთიანებისგან, გაცდენილი საათების ანაზღაურებას, კომპენსაციის გადახდას და თანამდებობაზე აღდენას ითხოვდა. თუმცა, საქალაქო სასამართლომ მას არცერთი მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა.

გაერთიანების ადმინისტრაციასა და ყოფილ თანამშრომელს შორის სასამართლო დავა ერთი წელი მიმდინარეობდა.  

ის ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს გაასაჩივრებს თუ არა სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.  

ქეთი დეისაძე, ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის ბრძანების საფუძველზე 2016 წლის მაისში გაათავისუფლეს.  მაშინ მასთან ერთად, კიდევ ორი თანამშრომლის გათავისუფლება მოხდება. ისინი აცხადებდნენ, რომ  მათი გათავისუფლება  უკანონო იყო. 

"ჩვენთვის გაუგებარია რა მოტივით ან რის საფუძველზე განხორციელდა რეორგანიზაცია მაშინ, როდესაც გასული წლის სექტემბერში ააიპ გაერთიანებაში საატესტაციო გამოცდები ჩატარდა და მაღალი ქულები მივიღეთ. მინდა გითხრათ, რომ მე უკვე სამი წელია პოლიტიკური დევნის ობიექტი ვარ მხოლოდ იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან ვმეგობრობ", - განარტავდა მაშინ  დეისაძე. 

ქეთი დეისაძემ ქუთაისის საქალაქოს სასამართლოს 2016 წლის ივნისში მიმართა. მის ინტრესებს ადვოკატი რობიზონ ხურცილავა იცავს. 



ამავე თემაზე:

ქუთაისის ბაგა-ბაღის ყოფილმა ხელმძღვანელმა მერიას სასამართლო პროცესი მოუგო

ქუთაისის საბავშვო ბაღებში 295 ახალი პედაგოგი შეარჩიეს


უკანონოდ გაგვათავისუფლეს - ქუთაისში საბავშვო ბაღების გაერთიანების ყოფილი თანამშრომლები

უთაისში საბავშვო ბაღების გაერთიანების სამი თანამშრომელი გაათავისუფლეს

ქუთაისის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი - თანამშრომლებს გათავისუფლება არ ემუქრებ
Print