ახალი ამბები
13 ივლისს პედაგოგები დაწყებითი საგნის გამოცდას აბარებენ
FaceBook

საქართველოს მასშტაბით, 22 საგამოცდო ცენტრში, დღეს პედაგოგების და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები მიმდინარეობს.



გამოცდების ეროვნული ცენრტის ინფორმაციით, დღეს პედაგოგები დაწყებითი საგნის გამოცდას აბარებენ. მათი ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, დარეგისტრირებული 7500 პედაგოგიდან 2 250 გამოცდაზე არ გამოცხადდა.

"დღეს პედაგოგები გამოცდის შედეგების მიხედვით თავიანთ კომპეტენციას დაადასტურებენ. რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენ ქულასაც მიიღებს, ამის მიხედვით მოხდება მათზე კრედიტქულების მინიჭება. ამ კრედიტქულის მიხედვით კი განისაზღვრება ექნება თუ არა მას პედაგოგიური საქმიანობა. რაც შეეხება, პედაგოგების მსურველებს, 100 ქულის 60 პროცენტი უნდა 100-მდე უნდა მოაგროვონ", - განმარტავენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

გამოცდის შედეგები აგვისტოში გახდება ცნობილი.

 

Print