ახალი ამბები
9 მილიონამდე ღირებულების ტენდერი იმერეთში განსახორციელებელი პროექტების ზედამხედველობაზე
FaceBook

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და საქართველოს მთის ფონდებიდან 2017 წლიდან 2019 წლამდე განსახორციელებელი პროექტების ზედამხედველობისთვის ქუთაისის მერიამ 8 718 768 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.


სახელმწიფო შესყიდვა (NAT170007678) საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და საქართველოს მთის ფონდებიდან 2017-2018-2019 წლებში იმერეთის რეგიონის 12-ვე  მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საჭირო და მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი 50 000 ლარზე მეტი ღირებულების პროექტების, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურეობა გულისხმობს.

ის, ქუთაისის მერიამ მიმდინარე წლის 7 ივლისს გამოაცხდა, სადაც განაცხადების მიღება 27 ივლისს დაიწყება და 5 დღეში დასრულდება.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული სამუშაოების შესრულებისთვის თანხა საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოყო.

" სამინისტრომ გამოყო თანხა, მაგრამ როდესაც გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია თითოეულ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ინდივიდუალურად გააფორმებს ხელშეკრულებას კონკრეტული სამუშაოს ინსპექტირების შესახებ",  -  ამბობენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.

პროექტი, რომელიც აღნიშნულ რეგიონებში ინფრასტრუქტურულ პროექტებს და სტიქიის შემდეგ მიყენებული ზიანიას აღდგნას ითვალისწინება, საერთო ჯამში,
174 375 360 ლარის ღირებულების არის.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვაში გამარჯვებული საზედამხედველო კომპანია ვალდებულია, ყოველი კონკრეტული ობიექტისათვის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების დაწყებიდან, ჩაერთოს პროცესში და კონტროლი გაუწიოს პროექტირებისას მიღებულ ტექნიკური გადაწყვეტილებების მართლზომიერებას და მის შესრულების ხარისხს.

ასევე, საზედამხედველო კომპანიამ უნდა აწარმოოს ყოველ კონკრეტულ ობიექტზე შესასრულებელი სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა საპროექტო დოკუმენტაციით დეფექტური უწყისი და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციები განსაზღვრულ სამუშაოებში განსახორციელებელი ცვლილებები აუცილებლად უნდა შეთანხმდეს სამშენებლო სამუშაოების შემსყიდველ მუნიციპალიტეტებთან.
კომპანია ვალდებულია დასრულებული საპროექტო დოკუმენტაციის ხარისხის კონტროლი მუდმივად განახორციელოს.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ აღნიშნული სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე უნდა განახორციელოს.

 

Print