ახალი ამბები
13 ივლისს, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
FaceBook
13 ივლისს, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი საქველმოქმედო კონცერტს უმასპინძლებს.
კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება აუტიზმის სპექტრის მქონე 7 წლის ეკატერინეს და თავის ტვინის ტრამვის პრობლემის მქონე 4 წლის თემუკას აბილიტაციის კურსს.

თემუკამ მრავლობითი დარღვევა წარუმატებელი ოპერაციის შემდგომ მიიღო, ხოლო ეკატერინეს ვერბალურ-ქცევითი თერაპია ესაჭიროება.

პატარებისთვის კონცერტი ოპერისა და ბალეტის სოლისტების მონაწილეობით გაიმართება.

კონცერტზე დასასწრები ბილეთის ღირებულება 5 ლარია.

საქველმოქმედო საღამო 7 საათზე დაიწყება.

Print