ახალი ამბები
ქუჩაზე, სადაც წულაიამ გზის საფარი "დააგო", რეაბილიტაცია დაიწყო
FaceBook

ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, სადაც გოგი წულიამ ერთი თვის წინ, გზის საფარის მოწყობის პერფომანსი მოაწყო, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ქუჩაზე უკვე მუშაობს სპეციალური ტექნიკა. ადგილობრივების განმარტებით, გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები 11 ივლისს დაიწყო.

"ახლა მიმდინარობს არსებული გზის საფარის აყრა. შემდეგ დაიწყებენ საფარის დაგებას",- აცხადებენ ადგილობრივები.

გორის ქუჩის და ჭავჭავაძის გამზირის დამაკავშირებელი ქუჩის მონაკვეთის დაზიანებულ გზაზე პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძვანელმა გოგი წულაიამ ბეტონი დააგო.

 

ამავე თემაზე:


გოგი წულაიამ ქუთაისში გზა დააგო (ვიდეო)

 

 

Print