ახალი ამბები
ქუთაისის მერია ლატვიელ ახალგაზრდებს ურეკში ასვენებს
FaceBook
ქუთაისის მერიის მიერ ორგანიზებულ ბანაკში, რომელიც დაბა ურეკში მოეწყო ლატვიელი ახალგაზრდები ისვენებენ.

რიგადან ჩამოსულ 12 ადამიანს, ბათუმის აეროპორტში ქუთაისის ვიცე- მერი, ნოდარ მიქიაშვილი და გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი დახვდნენ.

ლატვიელები გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ურეკში 8 დღე დაჰყოფენ. საბანაკო ცხოვრების გარდა, ისინი საქართველოს ღირშესანიშნაობებს დაათვალიერებენ. სტუმრები ქართველ ბავშვებთან ერთად, სხვადასხვა აქტივობებშიც ჩაერთვებიან

.ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების ორგანიზებით ურეკში დასასვენებლად ქუთაისის საჯარო სკოლების VIII-IX-X-XI კლასის სოციალურად დაუცველი და წარმატებული მოსწავლეები იმყოფებიან.

მოსწავლეთა შერჩევა საჯარო სკოლებისა და სოციალური სამსახურის მიერ მოხდა.
Print