ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში განათლების ხარისხის განვითარებაზე იმსჯელეს
FaceBook

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში "ტრანსნაციონალური" კონფერენცია გაიხსნა.

სადაც, TEMPUS-ის პროექტის ფარგლებში საქართველოსა და სომხეთში განათლების ხარისხის განვითარებაზე და აღიარებაზე ისაუბრეს.

კონფერნციის ერთ-ერთი მონაწილეა იუნესკოს წარმომადგენელი მიკაელა მარტინი. მისი თქმით, პროგრამა, რომელიც საერთაშორისო განათლების მიღებას უზრუნველყოფს, საქართველოში უკვე წლებია წარმატებით ხორციელდება.

"დღეს უმაღლესი და საერთაშორისო განათლების მიღება არის დიდი შესაძლებლობა თითოეული სტუდენტისთვის. ამისთვის არსებობს პროვაიდერები სხვადასხვა ქვეყნებში. ისინი განსხვავებულ პირობებს გვთავაზობენ, სწორედ ერთ-ერთი წარმატებულია TEMPUS პროგრამა, რომელის გულისხმობს განათელების მიღებას სომხეთში და საქართველოში", - განმარტავს გაბრიელა მარტინი.

კონფერენციის მასპინძელი წერეთლის უნიევრსიტეტის რექტორი, გიორგი ღავათაძე არის. მისი თქმით, მსგავს პროექტებში მონაწილეობა ავტორიზაციის გავლას შეუწყობს ხელს.

"წარმატებულ ევროპულ პროექტს ვმასპინძლობთ, რომელიც აკრედიტაციის გავლის დროს მნიშვნელოვნად დაგვეხმარება, რადგან აქ დიდი ყურადღება ეთმობა ქვეყნებს შორის საერთაშორისო ურთიერთობებს განათლების მიღების კუთხით", - განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტომა, გიორგი ღათაძემ.

TEMPUS-ის პროექტი "ტრანსნაციონალური განათლების ხარისხის განვითარება და აღიარება საქართველოსა და სომხეთში" ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მიმდინარე წლის 12 ივლისს დასრულდება.





 

Print