ახალი ამბები
ამოყრილი ხის საფარი თეთრ ხიდზე - მოსახლეობა ხიდის გამაგრებას მოითხოვს
FaceBook

ქუთაისში თეთრი ხიდის ხის საფარი მწყობრიდანაა გამოსული. ისინი ზოგ ადგილზე ჩამტვრეულია და პირვანდელი სახეც დაკარგული აქვთ. ადგილობრივები დაზიანებული ხის ფილების დროულ რეაბილიტაციას ითხოვენ.


„ისედაც რყევა აქვს ხიდს და დაძაბულად მოვდივართ, ამას კიდევ ფილების დაზიანება ემატება. ზოგ ადგილზე იმხელა ორმოებია, შეიძლება ჩავარდეს ადამიანი,“ - ამბობს ქუთაისში მცხოვრები, ციცო ზვიადაძე.

ქუთაისში თეთრ ხიდზე ხის ფილები 2011 წელს დააგეს. აკაციის ჯიშის ხის საფარი საწარმო CRP WOOD-ში დაამზადდეს. კომპანიაში განმარტავენ, რომ ფეხით სავალ ნაწილს რეაბილიტაცია 4-5 წელიწადში ერთხელ ესაჭიროება.

CRP WOOD-ის ხელმძრვანელი მალხაზ ჩაჩავა ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ხის საფარის დაზიანებული დეტალები უნდა შეიცვალოს, დარჩენილი ფილები კი ლაქით დაიფაროს, რასაც საწარმოს ხარჯთაღრიცხვით 30 000 ლარი დასჭირდება. მისივე ინფორმაციით, ამის შესახებ კომპანიამ ქუთაისის მერიას წერილობით 2016 წელს მიმართა. საწარმო თეთრი ხიდის ხის საფარის რეაბილიტაციაში თანადაფინანსებას ითხოვდა. მალხაზ ჩაჩავა ამბობს, რომ მერიამ თანხების არარსებობის გამო მათი წერილი არ დააკმაყოფილა.

„თუ დროზე არ ჩავერიეთ და არ მოხდა ხიდის საფარის შეკეთება, შემდგომში ბევრად უფრო რთული იქნება და საერთოდ, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება სარემონტო სამუშოების ჩატარება,“ - ამბობს მალხაზ ჩაჩავა.

ქუთაისის მერი შოთა მურღულია ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ თეთრი ხიდის ზედაპირის სავალი ნაწილის შეცვლაზე საპროექტო სამუშაოების შესყიდვის ტენდერი მომდევნო კვირაში გამოცხადდება.

ქუთაისში ხიდების მდგრადობას, ამ დროისთვის არც ერთი ორგანიზაცია არ ახდენს. ბოლოს ამ კუთხით შემოწმება ქალაქში არსებული (დიდი და მცირე ზომის )49 ხიდიდან მხოლოდ ორს, ავტოქარხნისა და ე.წ. სამტრედიის ხიდებს ჩაუტარდათ. ნახეთ ვიდეოსიუჟეტი.

ამავე თემაზე:

ხიდები ქუთაისში, რომელთა უსაფრთხოებას არავინ ამოწმებს (ვიდეო)

Print