ახალი ამბები
ზესტაფონში ირანის მოქალაქის ცემის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა
FaceBook
ზესტაფონში ირანის მოქალაქე ჯვართან მოშარდვის გამო სცემეს, შემთხვევა 10 ივლისს მოხდა. უცხოელის ცემის ბრალდების ერთი პირი უკვე დააკავეს. შსს-ში განმარტავენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და ძარცვას გულისხმობს.

"საქალაქთაშორისო მარშუტმა თაბუკაშვილის ქუჩაზე სწრაფი კვების ობიექტთან გააჩერა, სადაც მგზავრები ჩამოვიდნენ. მათ შორის იყო ირანელი მოქალაქე, რომელმაც ჯვართან ახლოს მოშარდა. ახალგაზრდა ზესტაფონელი ბიჭი მივიდა იმის ასახსნელად, რომ ეს არ შეიძლებოდა. თუმცა, საუბარი ფიზიკურ დაპირიპირებაში გადაიზარდა. ამის შემდეგ ავიდნენ ავტობუსში და იქაც გააგრძლეს დაპირისპირება", - განმარტავენ ჩვენთან საუბარში თვითმხილველები.

ზესტონში განმარტავენ, რომ მიკროავტობუსში გაგრძელებული ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ მოხდა საპატრულო პოლიციის გამოძახება.


ეკა დუგლაძე

Print