ახალი ამბები
ქუთაისში "McDonald's"-ის გახსნაზე ცენტრალური მოედანი გადაიკეტება
FaceBook
ქუთაისში "McDonald's"-ის მეორე რესტორანი ნიაზ დიასამიძის კონცერტით გაიხსნება.

ამის შესახებ კომპანია "თ და კ რესტორნებში" განგვიცხადეს. მათი ინფორმაციით, ცენტრალურ მოედანზე სწრაფი კვების ობიექტი მიმდინარე კვირაში გაიხსნება, თუმცა, კონკრეტული თარიღი ამ დროისთვის უცნობია. კომპანიაში აცხადებენ, რომ დამატებითი დეტალების დაზუსტებაზე მუშაობენ.

"თ და კ რესტორნების"  წარმომადგენლის ინფორმაციით, ნიაზ დიასამიძის კონცერტი ცენტრალური მოედნის ტერიტორიაზე გაიმართება, რის გამოც,  გადაიკეტება ცენტრალური გზა, ხოლო მოქალაქეთა უსაფრთხოებას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.

სპეციალურად "McDonald's"- ის მეორე რესტორნის გახსნისთვის გამართული კონცერტი ფოიერვერკით დასრულდება.

ქუთაისში აღაშენებლის მოედანზე "McDonald's"-ის ახალი რესტორნის მშენებლობისთვის ხელშეკრულება ეკონომიკის სამინისტროსა და შპს "თ და კ რესტორნებს" შორის გაფორმდა.

კომპანიამ ცენტრალურ მოედანზე 1 416 კვ.მ ფართი შეიძინა, რაშიც 885 000 ლარი გადაიხადა. თანხა სრულად ცენტრალურ ბიუჯეტში გადაირიცხა.

ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ საპრივატიზებო თანხის გარდა, საინვესტიციო თანხა 2 800 000 ლარს შეადგენს, რაც "McDonald's"-ის სწრაფი კვების ობიექტის აშენებას და მის აღჭურვას უნდა მოხმარდეს.

ქუთაისში "McDonald's"-ის ახალი რესტორნის მშენებლობა ქალაქში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, პოლიტიკოსებმა და მოქალაქეებმა არაერთჯერ გააპროტესტეს. ისინი ცენტრალურ მოედანზე ახალი კვების ობიექტის მშენებლობას ეწინააღმდეგებოდნენ.



ამავე თემაზე:

"მაკდონალდსის" შესრულებული და შეუსრულებელი ვალდებულებები ქუთაისში

ქუთაისის მერიასა და "მაკდონალდს" თაღლითურ გარიგებაში ადანაშაულებენ

ქუთაისის მერი "მაკდონალდსის" პროექტზე – საათი დარჩება, კიბეები შევიწროვდება

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო – "მაკდონალდსის" იერსახე ქუთაისის არქიტექტურას არ შეესაბამება

"მაკდონალდსი", სასტუმრო და ეკლესია – ქალაქის ცენტრში სამი ობიექტი აშენდება

ქუთაისში "მაკდონალდსის" მშენებლობა აქციით გააპროტესტეს





Print